ვანო ზარდიაშვილი - შეიქმნა აბდაუბდა სიტუაცია და ვერ ვხედავ,  რეალურად რა პრობლემა აქვს ბატონ ხაზარაძეს

„შეიქმნა აბდაუბდა სიტუაცია და ვერ ვხედავ, რეალურად რა პრობლემა აქვს ბატონ ხაზარაძეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

ზარდიაშვილის განცხადებით, ის ვერ ხვდება, რა პრობლემები აქვს ხაზარაძეს, რადგან ბანკი მუშაობას განაგრძობს, ხოლო ანაკლიის პორტი მას ხელისუფლებამ მისცა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, მამუკა ხაზარაძეზე უფრო სერიოზული წარმოდგენა მქონდა. მეგონა, რომ მისი სიტყვების უკან იქნებოდა რაიმე სერიოზული მტკიცებულება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შეიქმნა აბდაუბდა სიტუაცია და ვერ ვხედავ, რეალურად რა პრობლემა აქვს ბატონ ხაზარაძეს. ბანკი გადის მოგებაზე, ანაკლიის პორტი მისცა ჩვენმა ხელისუფლებამ და მტკიცებულებების სახით წარმოადგინა ფურცელი, რომლის დაბეჭდვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის