ლევან დავითაშვილი - ჩვენ არ ვიტყვით და  ვერ ვიტყვით, რომ  ჰიდროელექტროენერგია არ უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს არ უნდა  იყოს ბუნებაზე ისეთი ზემოქმედების ხარჯზე, რომელიც მას  დააზიანებს

ჩვენ არ ვიტყვით და ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ჰიდროელექტროენერგია არ უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბუნებაზე ისეთი ზემოქმედების ხარჯზე, რომელიც დააზიანებს იმ ბუნებივ მემკვიდრეობას, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს,-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჰესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, დღეს ქვეყანას რეალურად ენერგიის დეფიციტი აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჰესების მშენებლობის დროს სწორი შეფასებები გაკეთდეს და მოსახლეობასთანაც სწორი კომუნიკაცია შედგეს.

„ჰესები არის თემა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველდღიურად ჩვენ ძალიან ბევრი საუბარი გვესმის ჰესებთან დაკავშირებით. ერთის მხრივ, ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და იმ პოტენიცალის განვითარება, რომელიც გაგვაჩნია. ენერგიის დეფიციტი ქვეყნის დღის წესრიგში დგას. მეორეს მხრივ, ყველა გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს გარემოსდაცვით სწორ შეფასებებს, ეს უნდა იყოს კვალფიციური დასკვნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვიტყვით და ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ჰიდროელექტროენერგია არ უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბუნებაზე ისეთი ზემოქმედების ხარჯზე, რომელიც დააზიანებს იმ ბუნებივ მემკვიდრეობას, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს. ეს პროცესები უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ , მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით, სწორი კომუნიკაციით და კვალიფიციური დოკუმენტების სწორად წარდგენით მოსახლეობასთან. ამიტომ გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცესი ძალიან მნიშნველოვანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა