სოფიო  ქაცარავა  პოლონეთის  ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკივეჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსთან, ნატალია ჯალიაშვილთან ერთად პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკივეჩს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ პოლონეთში განხორციელებული ვიზიტი და ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული პირველი ორმხრივი საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმოიხილეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას პოლიტიკურ ჭრილში და გააძლიერებს კავშირებს საკანონმდებლო ორგანოებს შორის.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე და გამოცდილების გაზიარებაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის კულტურა, ხალხთაშორისი კავშირები და ადამიანის უფლებები.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის საუბარი შეეხო პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს დღის წესრიგს და დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში გაიმართება. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. სოფიო ქაცარავამ მარიუშ მაშკავიჩს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ამ თარიღის როლზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და ევროატლანტიკურ არჩევანში.

„მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი, რომელიც არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი გახდა ნატოს საკონტაქტო საელჩო. როგორც დღეს ბატონმა ელჩმა გვითხრა, მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც ჩვენი კომიტეტი იქნება აქტიურად ჩართული. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. პოლონეთი არის საქართველოს უპირობო მხარდამჭერი ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, რომ ორივე ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალური შედეგები ამ ურთიერთობებიდან“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს