რომან გოცირიძე - გვაქვს პარადოქსული სიტუაცია: სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება, მეურნეობის ზრდის ტემპი კი მცირდება

გვაქვს პარადოქსული სიტუაცია: სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი ყოველწლიურად მცირდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, საქართველოში სოფლის მეურნეობა სტაგნაციას განიცდის.

„არათუ იზრდება, არამედ ეს დარგი უკან და უკან მიდის. გვაქვს პარადოქსული სიტუაცია: სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი ყოველწლიურად მცირდება. სად მიდის ეს ფული? როგორც თავად ამბობენ, მილიარდ ნახევარზე მეტი, ჩაიყარა სოფლის მეურნეობაში, სხვადასხვა პროექტში. ყბადაღებული ხვნა-თესვის საკითხი რომ არ გავიხსენო, როგორც ჩანს, ყველას დაავიწყდა, უამრავი სხვადასხვა პროექტი მტკიცდება აქ პარლამენტში და სოფლის მეურნეობა ფაქტობრივად, მიდის და მიდის უკან.

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 8-10%-ის ფარგლებში იყო. სადაც იყრება უზარმაზარი ფული, ის დარგები არიან გაჩერებული, სადაც ბიზნესი თავად შოულობს ფულს, მაგალითად, ტურიზმი, ის დარგები ვითარდება. სოფლის მეურნეობის ზრდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ფაქტობრივად, ერთ წერტილზეა გაყინული. შეიძლება, რაღაც მანიპულაციით მაგალითი მოიყვანოთ, მაგრამ ხომ უნდა აისახოს ეს რეალურ, ნატურალურად წარმოებულ სიკეთეში? ყველაფერი მცირდება. ერთწლიანი ნარგავების ფართობი მცირდება, ისევე როგორც მრავალწლიანი ნარგავები მცირდება“, - განაცხადა რომან გორიციძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა