ირაკლი კოვზანაძე „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს და მის მოადგილეს გიორგი ჭილაძეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ბანკირებთან შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს საფინანსო და საბანკო სექტორში არსებული ტენდენციები და გამოწვევები განიხილა.

„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბანკის განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე, ასევე გამოწვევებზე, რომლის წინაშე დღეს საბანკო სფეროა. აღნიშნული ბანკი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, ემსახურება 2,3 მილიონ მომხმარებელს, ხოლო აქციებით ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე მიმდინარეობს. ჩვენთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვქონდეს წვდომა მუდმივად განახლებად ინფორმაციასთან, პირველწყაროსთან, რათა ხელი შევუწყოთ სფეროს მდგრად განვითარებას, შესაბამისად, მსგავსი შეხვედრები საფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან კომიტეტში სისტემატურად ეწყობა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა