კახა კუჭავა - დღესაც იგივე აზრზე ვრჩები, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არ უნდა გაერთიანებულიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ცალკე უწყებები უნდა იყოს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.

კახა კუჭავას განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ლევან დავითაშვილის პირადი ჩართულობა მაღალია. მისივე განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება, თუმცა ყველა გამოწვევისთვის საკმარისი არ არის.

„სამინისტროს შეუსრულდა ერთი წელი, რაც გაერთიანდა. მე არ შემიძლია, არ ვთქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არც მაშინ ვიყავი იმის მომხრე, რომ ეს ორი სამინისტრო გაერთიანებულიყო და დღესაც იგივე აზრზე ვრჩები. მივიჩნევ, რომ გარემოს დაცვის უწყება ცალკე, დამოუკიდებლად უნდა იდგეს, თუმცა მაშინ როცა დაინიშნეთ, მახსოვს თქვენ მიერ მიღებული პირობა, რომ თქვენ არათუ დააკნინებდით, არამედ გარემოს დაცვის მიმართულებას გააძლიერებდით. მართლა გულწრფელად გეტყვით, რომ გამაკვირვეთ, გარემოს დაცვის მიმართულებით თქვენი პირადი ჩართულობა იმდენად მაღალია, ეს შედეგებზეც მეტყველებს“, - განაცახდა კახა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო