ლევან გოგიჩაიშვილი - როგორც ბიზნესშია ჩხარტიშვილის სინდრომი, ისე არის სასამართლოში ჩინჩალაძის სინდრომი

როგორც ბიზნესშია ჩხარტიშვილის სინდრომი, ისე არის სასამართლოში ჩინჩალაძის სინდრომი, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს სინდრომი ყველა წესის დარღვევით, მაქსიმალური სარგებლის მიღებას ნიშნავს და ნეგატიურია.

„როგორც ბიზნესშია ჩხარტიშვილის სინდრომი, ისე არის სასამართლოში ჩინჩალაძის სინდრომი. ეს სინდრომი პოზიტიური არ არის, ნეგატიური სინდრომია. ზუსტად ეს არის ჩინჩალაძის სინდრომი სასამართლოში - ყველა დავალების შესრულება, კანონზე, სინდისზე, მორალზე, ადამიანობაზე, წესიერებაზე გადაბიჯება“, - აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, საკუთარ თავზე იგრძნო თუ არა „ჩხარტიშვილის სინდრომი“, ლევან გოგიჩაიშვილმა უპასუხა, რომ გასულ წლებში მას ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან სასამართლო დავა ჰქონდა.

„ჩხარტიშვილმა სასამართლოში მიჩივლა 2014 თუ 2015 წლებში. მე ჩემი დამოკიდებულება როგორ დეპუტატს, ისე კი არ შემიქმნია, ჩემი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ჩემი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.

მე ახლაც ვთვლი, რომ ის ბადრი პატარკაციშვილს ძალიან ცუდად მოექცა, როდესაც ის ამქვეყნად აღარ იყო. მე ახლაც მიმაჩნია, რომ მის ოჯახთან მიმართებაში ძალიან ცუდად მოიქცა. მგონია, რომ მოროდიორობა ჰქვია, როდესაც ასე იქცევი, როცა ადამიანი ცოცხალი არ არის. მაშინ არც ბატონ ბიძინას ვიცნობდი, არც დეპუტატი ვიყავი. ჩვენ გვიჩივლა პატივისა და ღირსების შელახვისთვის და სასამართლო დავა ჩვენ მოვიგეთ. როდესაც არ ცხადდება მეორე მხარე - ავტომატურად აგებ, ასეთი პროცედურაა“, -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა