ავღანეთში ქალ სამხედრო მოსამსახურეებს 8 მარტი მიულოცეს

ავღანეთში ქალ სამხედრო მოსამსახურეებს 8 მარტი მიულოცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში ქართველ ქალ სამხედრო მოსამსახურეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ქართველი ქალი მშვიდობისმყოფელები მათზე დაკისრებულ ამოცანებს მაღალ დონეზე ასრულებენ. მათი ნაწილი სამედიცინო პუნქტში მუშაობს, ნაწილი - საშტაბო საქმიანობას ეწევა, ხოლო ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში მათი დავალება საკონტროლო გამშვებ- პუნქტებზე ჩხრეკა-შემოწმებაა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი, ხოლო ქაბულში IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული 2018 წლის ოქტომბრიდან ასრულებენ სამშვიდობო მისიას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო