პრემიერი - წერილზე სერიოზული კომენტარი გამიჭირდება, მაგრამ ჩემი კაბინეტის ნებისმიერი მინისტრი მზად არის გასცეს კითხვებზე პასუხები პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან

დღეს არის 8 მარტი, 1-ელი აპრილი რომ იყოს, გულწრფელად უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას პროკურატურის მიერ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას გადასცა.

„მინდა შევეხო წერილს, მისი შინაარსიც ახსენეთ. დღეს არის 8 მარტი, 1-ელი აპრილი რომ იყოს, გულწრფელად უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება. შეიძლება ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა წერილში მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად ითხოვდა სხვა რომელიმე მუსიკალური არხისგან, ან „რაგბიტივისგან“ რაიმე სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საკითხზე ზოგადად მიმდინარეობს მოკვლევა. გიორგიმაც დაადასტურა და მეც მინდა დავადასტურო, რომ ნებისმიერი მინისტრი ჩემი კაბინეტიდან მზად არის გასცეს პასუხები კითხვებზე პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეეხება თავად იმას, რაც წავიკითხეთ მედიის მეშვეობით წერილის შინაარსში, მე გამიჭირდება ამაზე სერიოზული კომენტარი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის ამსახველი წერილი გადაუგზავნა. მისივე მტკიცებით, წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა