მამუკა ბახტაძე „თიბისი ბანკზე“ - განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ამ საკითხზე პროკურატურა აკეთებს განცხადებებს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის საქმიანობა შეაფასა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა და მას აქვს თავისი კანონით გათვალისწინებული ჩარჩოები.

„პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო, მას აქვს კანონით გათვალისწინებული ჩარჩოები, ისევე როგორც ეროვნული ბანკს აქვს კანონით გათვალისწინებული ვადები და შესაბამისად, ამ ვადების ფარგლებში ჩვენ უნდა დაველოდოთ, მაგრამ პარალელურად უნდა მოვუსმინოთ პროკურატურას, ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ პროკურატურა აკეთებს განცხადებებს ამ საკითხზე, პირიქით, მე ვიფიქრებდი, რომ შეიძლება საზოგადოებისთვის სწორედ ის ყოფილიყო კითხვის ნიშანი, რომ პროკურატურას არ ჰქონოდა გაკეთებული განმარტებები“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა