იუსტიციის საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების ვალდებულება ექნება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების ვალდებულება ექნება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, საფუძვლიანად სწავლობს მათ პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, აგრეთვე კანდიდატთა მიმართ წარსულში არსებული სისხლისსამართლებრივი/დისციპლინური დევნის და ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე ინფორმაციას.

პროექტის გათვალისწინებით, კანდიდატების შესახებ მიღებული მონაცემები კონფიდენციალურია და რაიმე ფორმით მათი გამჟღავნება დაუშვებელია.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას დაუკავშირდეს კანდიდატის რეკომენდატორებს, ყოფილ დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი სასწავლებლის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს ინფორმაცია კანდიდატის ნასამართლობის, ადმინისტრაციული და დისციპლინური დავების და დარღვევის ჩადენის შესახებ.

ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების მოძიებაზე-გადამოწმებაზე.

მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია დალუქული ინახება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ დაცულ ადგილას - არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო