გუდაურში სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები დაიწყო

გუდაურში სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სათხილამურო ფედერაციიდან“ აცნობეს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპის თასის ეტაპების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით ღონისძიების ორგანიზატორებმა პირველი შეჯიბრის დაწყებამდე გუდაურში პრესკონფერენცია გამართეს.

8–9 მარტს „კუდების“ ფერდობზე FIS-ის ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის, 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. სამდღიანი ტურნირი საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

ფედერაციის განცხადებით, აღნიშნული შეჯიბრი ერთგვარი სამზადისია 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ორ დისციპლინაში გაიმართება ბაკურიანში. სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობასა და მანამდე დაგეგმილი ეტაპების წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა პრესკონფერენციაზე სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.

„როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატს წინ უძღვის ოთხწლიანი შეჯიბრებების ციკლი, რომელთა ჩატარება განაპირობებს იმ წარმატებამდე ღირსეულად მიახლოებას, რასაც ყველა ჩვენგანი დიდი პასუხისმგებლობითა და სიხარულით ელოდება. ეს ეტაპები და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. უდიდესი წვლილი იმაში, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება, სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანიის დამფუძნებელს გიორგი რამიშვილს მიუძღვის. დიდი მადლობა მას, საქართველოს მთავრობასა და „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“,“ – განაცხადა ზურაბ კოსტავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო