თურქეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის განთავსება ოქტომბერში დაიწყება

თურქეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის განთავსება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა.

„С-400-ის განთავსება ოქტომბერში დაიწყება. საჰაერო ძალები ამჟამად სწავლობენ თუ რომელ რეგიონშია უკეთესი აღნიშნული სისტემების განთავსება“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „თურქეთის მიერ რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემის შეძენა იძულებითი ზომაა, ვინაიდან С-400 ქვეყნის მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურმა გენერალმა კურტის სკაპაროტიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიჰყიდოს თურქეთს გამანადგურებელი-ბომბდამშენი F-35, თუ ანკარა უარს არ იტყვის რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400-ის შესყიდვაზე.

„ჩემი საუკეთესო სამხედრო რჩევა იქნება, რომ არ უნდა გადავცეთ F-35 ისეთ მოკავშირეს, რომელიც რუსეთის სისტემებს იყენებს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა