საქართველო და ლიეტუვა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ

საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვას რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში გაიმართა.

„ამ სფეროში როგორც ნატომ, ისე მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხოება აიყვანეს ოპერატიული განზომილების სივრცეში და ის, როგორც ხმელეთი და ზღვა, განიხილება ახალ ოპერატიულ განზომილებად. ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კიბერშემოტევების შედეგად შეიძლება გარკვეული საფრთხეები შეექმნას. ამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია ჩვენი ეროვნული ძალისხმევის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სწავლებების ჩატარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ.

სამინისტროს ინფორმაციით, გაფორმებული დოკუმენტი მიზნად ისახავს კაუნასის რეგიონალური კიბერთავდაცვის ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობას, მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კიბერსწავლებების დაგეგმვა-აღსრულებასა და ძალისხმევის კონცენტრაციას ეროვნული და საერთაშორისო კიბერინციდენტების შემთხვევაში.

„აღნიშნული ასევე ემსახურება როგორც ზოგადად კიბერუსაფრთხოების სფეროს განმტკიცებასა და გაძლიერებას, ასევე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სეგმენტის მეტ ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატოსთან ურთიერთავსებადობის მაღალი სტანდარტის მიღწევას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას ლიეტუვას ეროვნულ სწავლებაში “Amber Mist 2019”, – აცხადებენ სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა