თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ გვსურს მოვიძიოთ ახალი ადამიანები სხვადასხვა დონის მმართველობის გასაძლიერებლად - ეს პროცესი მიდის და ამაში საქილიკო არაფერია

პარტია “ქართულ ოცნებას“ სურვილი აქვს, მოიძიოს ახალი ადამიანები სხვადასხვა სტრუქტურებში, სხვადასხვა დონის მმართველობის გასაძლიერებლად - ეს პროცესი მიდის და ამაში საქილიკო არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

როგორც ამ თემაზე საუბრისას ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველოში მოქმედ პარტიებს რომ ჰქონდეთ მისწაფება, ადამიანებს შიდა კარიერული განვითარების შესაძლებლობა მისცენ და სისტემაში შესვლის გზები შესთავაზონ, პარტიები ნაკლებად ჩაკეტილი იქნებოდა.

“ეს არის პროცესი, რომელზეც იყო საუბარი პარტიის თავამჯდომარის და პარტიის სხვა წევრების მხრიდან. არის ახალი ადამიანური რესურსის მოძიების სურვილი და ინტერესი. ამ ადამიანების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ასევე სხვა დონეზე. ამიტომ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა