ოთარ კახიძე - თეა წულუკიანის მინისტრობას ჩვენი ქვეყნის უამრავი წარუმატებლობა უკავშირდება

თეა წულუკიანი არის მთავრობის ერთ-ერთი ოდიოზური წევრი, რომლის მინისტრობასაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უამრავი წარუმატებლობა, - ასე პასუხობს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მინისტრთა კაბინეტი, შესაძლოა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დატოვოს.

ამასთან, ოთარ კახიძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა მას გაუშვებენ, თუ საკუთარი ნებით წავა მთავრობიდან.

"თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი ოდიოზური წევრი მთავრობის, რომლის მინისტრობასაც უკავშირდება უამრავი წარუმატებლობა ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი ქვეყნის. დაიტოვებს ივანიშვილი მას ბოლომდე, მანამდე შეელევა თუ ჩაანაცვლებს, ეს ვერ შეცვლის ვითარებას, ვერ გამოასწორებს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს