თამარ ჩუგოშვილი - ანაკლიის პორტის პროექტს არაფერი ემუქრება - მას სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა და მომავალშიც ექნება

ანაკლიის პორტის პროექტს არაფერი ემუქრება - მას სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა და მომავალშიც ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

ჩუგოშვილის განცხადებით, საჭიროა ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ფულის გათეთრების საქმეზე დაწყებული გამოძიება და ანაკლიის პორტის პროექტი.

“საქართველოს ხელისუფლებისათვის ეკონომიკური განვითარების კუთხით ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მთავარი პრიორიტეტი. სახელმწიფო ყველა ფორმატში - აშშ-სთან და სხვა პატრნიორებთან მაქსიმალურად ცდილობს, მხარდაჭერა მოიპოვოს პორტის მშენებლობისთვის. იყო სხვადასხვა პრობლემები ინვესტიციების მოძიების კუთხით იმ კონსორციუმის მხრიდან, რომელსაც ამაზე პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული. სახელმწიფო როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდეს. ამიტომ სამწუხაროა, როდესაც ხდება პორტის სხვადასხვა კონტექსტში ხსენება და მისი პრიორიტეტულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ქვეყანას მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აქვს და ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. თუ ასეთი მასშტაბური პროექტი არ განხორციელდება, ძალიან გაგვიჭირდება, რომ ქვეყანამ სატრანზიტო პოტენციალი გამოიყენოს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე აზრით, ორ სხვადასხვა საკითხია “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პროკურატურისა და ეროვნული ბანკის მხრიდანაც გადადგმული ნაბიჯები და ანაკლიის პორტი. მისივე თქმით, სპეკუალციების თავიდან ასაცილების მიზნით, საქმეს დროულად უნდა მოეფინოს ნათელი და გამოძიების შედეგები გახდეს ცნობილი.

“ეს აზიანებს ბანკს, აზიანებს სტრატეგიულ პროექტს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და აზიანებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების აღქმას“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს