რომან გოცირიძე - მამუკა ხაზარაძეს კავშირი არ აქვს ოპოზიციასთან, ოპოზიციის წინააღმდეგ გამოვიდა არჩევნებში, ექვსი წელი ამ ხელისუფლების ინტერესებს იცავდა

მამუკა ხაზარაძეს არავითარი კავშირი არ აქვს ოპოზიციასთან, ოპოზიციის წინააღმდეგ გამოვიდა არჩევნებში, ექვსი წელი ამ ხელისუფლების ინტერესებს იცავდა,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც მამუკა ბახტაძე „თიბისი ბანკის“ საქმეში პოლიტიკური პარტიების ინტერესებზე საუბრობდა.

ამასთან, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „უნიჭო განმარტებებით“ ცდილობს საკუთარი უმოქმედობის ოპონენტებზე გადაბრალებას. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი წერილის უკანაც „ნაციონალურ მოძრაობა“ დაინახოს.

„ის, რომ ხელისუფლებას არ აქვს დადებითი შედეგი არც ერთი მიმართულებით, სწორედ იმის ბრალია, რომ შვიდი წელია ასეთი უნიჭო არგუმენტებით ამართლებენ ყველაფერს. რაღაც მოხდება - ოპოზიციას აბრალებენ, ახლა „თიბისი ბანკის“ აქციონერების დევნა ხდება და შეიძლება ხვალ ისიც კი თქვან, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი არა გახარიამ მიწერა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარემ. შეიძლება პროკურატურამ ისიც ამტკიცოს, რომ ჩემი თითის ანაბეჭდები აღნოაჩინა წერილზე. იმდენად აბსურდულ რაღაცეებს ამბობენ, დღეს ამას აღარავინ იჯერებს, მოუძველდათ ხერხები და ეს არის უნიჭოდ დადგმული, უნიჭო პიარშიკების მიერ შეთავაზებული განმარტებები. ხელისუფლებას ისიც კი აღარ შეუძლია, რომ ელემენტარულად უკარნახოს ამ ადამიანებს რა თქვან. დამთავრდა ამ შვიდ წელიწადში იმ ცხრა წელიწადზე რაღაცის გადაბრალება. მამუკა ხაზარაძეს არავითარი კავშირი არ აქვს ოპოზიციასთან. ოპოზიციის წინააღმდეგ გამოვიდა არჩევნებში, ეწვსი წელი ამ ხელისუფლების ინტერესებს იცავდა , არასოდეს მამუკა ხაზარაძეს ოპოზიცია არ დაუფინანსებია და არც ერთი თეთრი არ მიუცია ოპოზიციური პარტიისთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“, -აცხადებს გოცირიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო