ოთარ კახიძე - კომპანია კასტინგს ჩაატარებს, მერე  წარუდგენენ ბატონ ბიძინას რაღაც სიას,  წითელი კალმით გვარებს მონიშნავს და იტყვის,  რომ ეს არის ჩვენი ახალი „ქართული ოცნება“

კომპანია კასტინგს ჩაატარებს, მერე წარუდგენენ ბატონ ბიძინას რაღაც სიას, წითელი კალმით რაღაც გვარებს მონიშნავს და იტყვის, რომ ეს არის ჩვენი ახალი „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ ახალი სახეები ზოგადოებას პოლიტიკურმა ლიდერმა არ უნდა მოახვიოს თავს და ლიდერებმა თავად უნდა გაიკვლიონ გზა საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად.

„კასტინგს აწყობენ პოლიტიკოსების შესარჩევად. ასეთი რაღაც ჯერ არ გამიგია, ვინმე ასეთი ფორმით აკეთებდეს ამას, თუმცა საზოგადოებას შეუძლია შეაფასოს „ქართული ოცნების“ ახალი სახეები, , რომელიც 2016 წელს შესთავაზეს, რამდენად სწორად არჩევს ივანიშვილი ამ სახეებს. ეს სახეები პოლიტიკურმა ლიდერმა კი არ უნდა მოახვიოს საზოგადოებას , ზოგადად პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებმა , რომელთაც აქვთ საზოგადოებაში ნდობა და ავტორიტეტი, თავად უნდა გაიკვლიონ პოლიტიკაში გზა. ეს არის ნორმალური და არა ის, რომ რაღაც კომპანია კასტინგს ჩაატარებს, მერე იქიდან წარუდგენენ ბატონ ბიძინას რაღაც სიას , წითელი კალმით რაღაც გვარებს მონიშნავს და ეტყვის რომ ეს არის ჩვენი ახალი ქართული ოცნება ამაზე სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ“, -აცხადებს ოთარ კახიძე

„ქართული ოცნება“ პარტიაში ახალი წევრებისა და სახეების მოზიდვაზე მუშაობს, რაც პარტიის ლიდერებმა დაადასტურეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ახალი სახეების შესარჩევად პარტიამ კერძო კომპანია დაიქირავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა