თამარ ჩუგოშვილი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით გაწეული დახმარება და არსებული შედეგები მიმოიხილეს. ამასთან ერთად, აღინიშნა, რომ შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე, მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.

შეხვედრაზე მხარეებმა დამატებითი სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტომ, ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგების პასუხად, დამატებითი დახმარების გამოყოფაზე მზაობა განაცხადა.

„ეს არის კარგი მაჩვენებელი იმის, რომ ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, იძლევა შედეგებს და შესაბამისად დამატებით სტიმულს აძლევს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენი საქმიანობის მიმართ, დაფინანსება და მხარდაჭერა გაზარდონ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს