ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი ნატო-სთვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი ლუბომირ მეტნარი აცხადებს, რომ რუსეთი ნატო-სთვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს.

„ნატო-ს წინაშე არსებულ საფრთხეებს შორის პირველ ადგილზე ტერორიზმია, კერძოდ კი ლოკალური ტერორისტული ორგანიზაციების გლობალური გაფართოება. მეორე ადგილზე კიბერსაფრთხეებია, ხოლო მესამეზე კი ის საფრთხე, რომელიც რუსეთისგან მოდის“, - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ლუბომირ მეტნარის განცხადებით, რუსეთი ნატო-სთვის საფრთხეს წარმოადგენს შეიარაღებული ძალების აქტიური მოდერნიზების გამო.

„ამ პროცესს თან ახლავს სამხედრო წვრთნები. რუსეთი ასევე ცდილობს თავისი გავლენები გააძლიეროს ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ადრე სოციალისტურ ბანაკს მიეკუთვნებოდნენ“, - აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა