პარლამენტს ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას პროექტი  წარედგინება

პარლამენტს ხვალ ინიცირებისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტის წარედგინება.

ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.

გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

“პირველ რიგში, ეს არის ღია და საჯარო კონკურსი. ყველას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სტანდარტებს. ეს სტანდარტები გახლავთ: ასაკი -30 წელი, იურიდიული განათლება, 10-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ამას ემატება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, როგორიც არის: - სპეციალური კითხვარის შევსება. ამავე დროს, ამ ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დადგენილი იქნება კვორუმი - საჭირო იქნება როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მაღალი კვორუმით იყოს შემოთავაზებული მოსამართლეობის კანდიდატების სია. იუსტიცის საბჭო შეამოწმებს რა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატების მონაცემების შესაბამისობას და ის ამ სიას წარუდგენს პარლამენტს. მთავარი პროცესი პარლამენტში დაიწყება. ჩვენი კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც არ იქნებიან პარლამენტის წევრები. მასში იქნებიან სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ისინი იმუშავებენ ამ კანდიდატების დეტალური ინფორმაციის მოგროვებასა და დასკვნების დაწერაში. სამუშაო ჯგუფის შემდეგ უკვე კომიტეტი იწყებს თითოეული კანდიდატის განხილვას. ამის შემდეგ გაიცემა დასაბუთებული წერილობითი რეკომენდაციები და გადაეცემა ეს სია პარლამენტს, რომელიც კენჭს უყრის მაღალი კვორუმით“, - განმარტავს ეკა ბესელია მის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

ბესელიასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: - ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო