კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა ქალბატონებს რვა მარტი მიულოცეს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისა“ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღის - 8 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, სარვამარტო ღონისძიებაში, რომელიც ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ჩატარდა, თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის კვარტეტი და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.

კონცერტს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ქალბატონებს ყვავილები აჩუქეს და რვა მარტი

მიულოცეს.

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ქალბატონებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მინდა, რვა მარტი ყველა ქალბატონს მივულოცო, საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში წარმატება ვუსურვო. მათი როლი ყოველთვის გამორჩეული იყო ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების საკითხში. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებსა და ღონისძიების მხარდამჭერს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს“,- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, ქალებს რვა მარტი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმაც მიულოცეს.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონებს ამ ულამაზეს დღეს, ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მუნიციპალიტეტს, ასევე, „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელთა ორგანიზებითაც შედგა ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება " , - აღნიშნა თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა, ზურა აბესაძემ.

კომპანიის ცნობით, ზესტაფონელი ქალბატონები ღონისძიებით კმაყოფილი დარჩნენ და მათ კონცერტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.

„ყველა ქალბატონს ვულოცავ 8 მარტს. მინდა, ვუსურვო ბედნიერება. ამასთან, უღრმეს მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს, ძალიან ნასიამოვნები დავრჩით ღონისძიებით“, -აღნიშნა ზესტაფონის მკვიდრმა გვანცა გრიგოლაშვილმა.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა