ჯონ ბოლტონი - ნიკოლას მადუროს ხუან გუაიდოს დაკავების ბრძანების გაცემის ეშინია

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ნიკოლას მადუროს ეშინია ხუან გუაიდოს დაკავების ბრძანების გაცემა.

ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ ამგვარი ბრძანების გაცემის შემთხვევაში ის შესაძლოა, არავინ შეასრულოს.

„მივიჩნევ, რომ ახლა მამოძრავებელი ძალა ხუან გუაიდოს მხარეს არის. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ვენესუელას ხელისუფლებამ ვერ გაბედა ხუან გუაიდოს დაკავება“, - აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ „მადუროს ეშინია ამგვარი ბრძანების გაცემა, ვინაიდან მას შესაძლოა არ დაემორჩილონ და ეს ბრძანება არ შეასრულონ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო