საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ბერლინში შეხვედრებს იწყებს

საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ხელმძღვანელობით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგში, როგორც მმართველი კოალიციის შემადგენელი პარტიების, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრები, ასევე, იგეგმება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე.

„გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ძლიერი პარტნიორია. ვფიქრობთ, ეს ვიზიტი მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გერმანიიდან უფრო მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, პირველყოვლისა, ბუნდესტაგის დონეზე. გერმანიის მხარდაჭერა დიდ და პოზიტიურ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა