ინტერნეტთამაშებთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისთვის სპეციალური კლუბები შეიქმნება

განათლების სამინისტრო ინტერნეტუსაფრთხოების საკითხზე მოსწავლეებისთვის ტრენინგების ჩატარებას და სპეციალური კლუბების შექმნას გეგმავს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში მას შემდეგ განუცხადეს, რაც სააგენტო დაინტერესდა, გადაიდგმება თუ არა რაიმე ნაბიჯი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივის კონტექსტში, რომელიც ფიქრობს, რომ ინტერნეტთამაშების, მათ შორის „ლურჯი ვეშაპის“ საწინააღმდეგოდ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

„რაც შეეხება ინტერნეტუსაფრთხოებასთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებს, სამინისტროს მიერ სკოლებში შეზღდული და დაბლოკილია ყველა ის საიტი, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ბავშვს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს.

გარდა ამისა, სამინისტროს მიერ სკოლის ადმინისტრაციას მიცემული აქვს რეკომანდაცია, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ მიმართულებით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად, სამინისტროს მხარდაჭერით სკოლებში წელსვე იგეგმება როგორც კლუბების შექმნა, ასევე სხვადასხვა სახის ტრენინგ კურსების განხორციელება და ინტერნეტუსაფრთხოების მიზნით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატისა და ინტერნეტ საზოგადოება-საქართველოს წარმომადგენლების მიერ, 5 თებერვალს, უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, ორი დღის განვლობაში ათამდე სკოლაში მე-4, მე-5, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ჩატარდა ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების მნიშვნელობის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობდა, რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ ისეთ თამაშებს, როგორიც არის ე.წ. ლურჯი ვეშაპი, რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეები, რომლებიც მოდის ინტერნეტიდან ძალადობის, უხამსობის შემცველი შინაარსი, ასევე საშინელი თამაშები, რაც არის „ლურჯი ვეშაპი“ და ა.შ. რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმსხვერპლა, ამასაც სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ამაზე არის საუბარი კოდექსში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა