გორში პროექტი „დიდი ლიტერატურული ტურნე“ გრძელდება

მასშტაბური პროექტი, „დიდი ლიტერატურული ტურნე“ გორში სტუმრობით გრძელდება. 12 მარტს, 18:00 საათზე, L’avenue-ში მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულებს - ნიკოლოზ ტოტოღაშვილს, ვახტანგ ვახტანგაძესა და გვანცა გუბელაძეს შეხვდება. ინფორმაციას „გამომცემლობა პალიტრა L“ ავრცელებს.

ავტორები თანამედროვე ლიტერატურაზე ისაუბრებენ და წარადგენენ თავიანთ წიგნებს „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ და „შულამელი გოგონები“.

13 მარტს, 18:00 საათზე კი, გორში მკითხველს ნათია ჯაგოდნიშვილი, იაგო თვალაბეიშვილი და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული ია კარგარეთელი შეხვდება. ისინი თავიანთ წიგნებს - „ცდუნებას“, „ტრანსმუტაციასა“ და „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ წარადგენენ.

ტურნე რამდენიმე ქალაქს მოიცავს - თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი და ბათუმი. ტურნეს ფარგლებში, მკითხველები მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს პირადად გაიცნობენ; საშუალება ექნებათ დაუსვან შეკითხვები, წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ და ავტოგრაფები აიღონ.

კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან.

2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია, მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

ტურნე 10 აპრილს დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა