რევაზ არველაძე „თიბისი ბანკზე“ - თუ პროკურატურას დახმარება სჭირდება, პარლამენტში საგამოძიებო კომისია კი არ უნდა შევქმნათ, თუ ვინმე ჭკვიანი კაცია, პროკურატურას უნდა მიამაგრო

მიმაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა იქმნებოდეს პარლამენტში საგამოძიებო კომისიები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

კითხვაზე, ხომ არ აჭიანურებს პროკურატურა „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიებას, დეპუტატი პასუხობს, რომ ზოგი საქმის გამოძიება ორი დღე, ზოგს კი ორი წელი სჭირდება.

„პარლამენტი არ არის გამოძიების ადგილი, პარლამენტი არის კანონშემოქმედების ადგილი. თუ რაიმე კომისია უნდა იქმნებოდეს პარლამენტში, უნდა იქმნებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების თანადგომით, რომ რაღაცით დავეხმაროთ მათ. თუ პროკურატურას დახმარება სჭირდება, პარლამენტში საგამოძიებო კომისია კი არ უნდა შევქმნათ, თუ ვინმე ჭკვიანი კაცი არის, უნდა მიამაგრო პროკურატურას რომ დაეხმაროს გამოძიებაში და არა ჯიბრში ჩაუდგეს პროკურატურას", -განაცხადა არველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო