ანა დოლიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე - პროკურატურას „ქართული ოცნების“ გარდა არავინ ენდობა, ამიტომ, პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა შევქმნათ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების გარშემო განვითარებული მოვლენები სამართლებრივ საკითხს გასცდა და მან პოლიტიკური ხასიათი მიიღო.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებას გენერალური პროკურატურისადმი ნდობა არ აქვს, შესაბამისად, იმისთვის, რომ არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს, აუცილებელია შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

„უკვე გასცილდა ეს თემა მარტო სამართლებრივ თემას და სამართლებრივ ბრალდებებს. ფაქტია, რომ აქ შემხებლობა გვაქვს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებთან. ანაკლიის პორტის და ჩვენი გეოპოლიტიკური მომავალის საკითხი, მამუკა ხაზარაძის მიერ წამოჭილ თემებთან პირდაპირ არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავცდეთ სამართლებრივ ჩარჩოებს, პროკურატურას, რომელსაც მაინც არავინ ენდობა „ქართული ოცნების“ გარდა და ამ ბრალდებების გასარჩევ ასპარეზად პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა შევქმნათ. ამით, ჩვენ პასუხს გავცემთ არა მარტო ჩვენს მოსახლეობას, არამედ უამრავ საერთაშორისო პარტნიორს, რომელიც ყოველ დღე ელოდება პასუხებს გაგრძელდეს თუ არა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მარტო ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო