“ქართული ოცნება“ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის ოლქში, სავარაუდოდ, ცნობილი ექიმის, ლადო კახაძის კანდიდატურას წარადგენს

“ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის ამომრჩეველს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, შესაძლოა, ცნობილი ექიმის, ლადო კახაძის კანდიდატურა შესთავაზოს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი რეალური კანდიდატი, ვისაც სახელისუფლო პარტია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წარსადგენად განიხილავს, ლადო კახაძეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ინფორმაციასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი ლადო კახაძეს დაუკავშირდა, თუმცა მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მასთან მოლაპარაკებები არ ყოფილა. კითხვაზე: მსგავსი შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა კენჭისყრას, კახაძის განმარტებით, ამის შესახებ არ უფიქრია.

„არ ვიცი, დავთანხმდებოდი თუ არა. მე ჯერ უნდა ვკითხო ჩემ მომავალ თაობას და შვილებს. მოეწონებათ თუ არა ჩემი ესა თუ ის ნაბიჯი. მაგრამ მე მედიცინას თავს ვერ დავანებებ,“ - განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

პარლამენტის შუალედური არჩევნების მთაწმინდის ოლქში მაისში გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა