განათლების სამინისტრო კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს

განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს. ახალი ინიციატივა მიხეილ ბატიაშვილმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ახალ ინიციატივას.

მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროსა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით დაინერგება ზრდასრულთა განათლების ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებას.

მინისტრის თქმით, ახალი კანონისა და ახალი ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო გეგმავს ისეთი მექანიზმების ამუშავებას, რომლებიც მოსახლეობას მოკლე დროში დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი, მოკლევადიანი პროგრამების განხორციელების უფლება კერძო კომპანიებსაც შეეძლებათ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მაღალი დასაქმების პოტენციალის მქონე სფეროდ იქნება აღიარებული, პროგრამები განხორციელდება პრაქტიკული სწავლების ფორმატით.

მინისტრის ცნობით, მსმენელთა რეგისტრაცია აჭარის, სამეგრელოს რეგიონებსა და თბილისში 25 მარტიდან სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული პროგრამებით დაიწყება, სადაც 400-ზე მეტი თავისუფალი ადგილია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო