რევაზ არველაძე - საჭიროა მესამე ძალა, რატომაც არა

„საჭიროა მესამე ძალა, რატომაც არა“, - ასე უპასუხა დეპუტატმა რევაზ არველაძემ ჟურნალისტების კითხვას, არსებობს თუ არა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის საჭიროება.

„მოდით, გეტყვით ჩემი გაგებით რა არის ოპოზიცია. ოპოზიცია არის ის, რაღაც სწორედ რომ არ გაქვს და დაგანახებს. თუ ქვეყანა გიყვარს, ხელისუფლებას უნდა დაანახო მისი შეცდომები, ის კი არა, რომ ჯიბრში ჩაუდგე, როგორც იყო ეს ექვსი წელიწადი ოპოზიცია ჯიბრში ჩამდგარი. ძლიერი რატომ უნდა იყოს მარტო „ნაციონალური მოძრაობა“?! ძლიერი ოპოზიცია მხოლოდ ეგ არის დღესდღეობით, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში. თუ იქნება კონსტრუქციული ოპოზიცია, რატომაც არა. ყველაფერი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ ქვეყანა წინ წავიდეს“, - განაცხადა დეპუტატმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა