ქუთაისში, შრომით უფლებებზე ორდღიანი ტრენინგი გაიხსნა

ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში", შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, შრომით უფლებებზე ორდღიანი ტრენინგი გაიხსნა. ტრენინგი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის და ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი შახტის დასაქმებულებისთვის ტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, სემინარი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ტარდება, მათ შორის არის სოციალური დიალოგი და შრომითი უსაფრთხოება. სემინარის ძირითადი ტრენერები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ სურმავა არიან.

მათივე ინფორმაციით, პროფკავშირების წევრები სხვადასხვა სექტორებიდან მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან დეტალურ ინფორმაციას იღებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში;

შეხვედრა ქუთაისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა კინან ბაჰნასიმ გახსნა.

„სემინარის მონაწილეები წარმოდგენილები არიან მძიმე მრეწველობის სფეროდან. ზემოთ აღნიშნული საწარმოები ქალაქწარმომქნელი საწარმოებია და ინდუსტრიულ ცენტრებს წარმოადგენენ სამ სხვადასხვა ქალაქში. ამ საწარმოებში მუდმივად აქვს ადგილი როგორც მოლაპარაკებებზე დაფუძნებულ ხანგრძლივ მოლაპარაკებებს, ასევე ხშირია კოლექტიური შრომითი დავებიც, შესაბამისად, დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია ყველაფრის ცოდნა სოციალური დიალოგის, როგორც კონცეფციის, ასევე მასში მონაწილეობის უნარ-ჩვევების შესახებ. დასაქმებულებმა ზუსტად უნდა იცოდნენ ამ მიმართულებით რა ტიპის მექანიზმები არსებობს, რა ტიპის მექანიზმების შექმნაა შესაძლებელი და როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად ამ მექანიზმების გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ დოლაბერიძემ, რომელიც ამავდროულად მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმისკოსთა პროფკავშირს ხელმძღვანელობს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისსა და რეგიონებში ტრენინგების სერია ახლახან დაიწყო. შეხვედრები უკვე შედგა ბათუმსა და ბაკურიანში. 11-12 მარტს ტრენინგებს ქუთაისი მასპინძლობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა