საქართველოს პარლამენტში ფინეთის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოფიო ქაცარავას, ირაკლი სესიაშვილის, ნინო გოგუაძის და ფინეთის დელეგაციის წევრების შეხვედრისას ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ „ინტერსპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით, სახელმწიფოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

„ფინეთი, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მხრივ ლიდერ სახელმწიფოდ ითვლება, შესაბამისად, მათი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

„ფინეთის დელეგაციის წევრებთან ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აქტიურად მუშაობს აღნიშნულ თემებზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაცნობა და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ფინეთთან აქტიური თანამშრომლობა ჩვენთვის საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ფინეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრას ფინეთის ელჩი, არია მაკონენი, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების წარმომადგენლები და ჰიბრიდული საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი დაესწრო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა