ომბუდსმენის  აპარატი - ევროპულმა კომისიამ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა დადებითად შეაფასა

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დადებითად არის შეფასებული სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე მომუშავე პოლიციელთათვის ტრენინგების ჩატარების მიზნით,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ანაგარიში მონიტორინგის მეხუთე ციკლის შედეგად, საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შუალედურ შეფასებას მოიცავს.

კომისიამ შეაფასა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებს, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის რელიგიათა საბჭოსადმი მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, სახელმწიფოს უნდა დაევალებინა ახლად შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის, მჭიდროდ ეთანამშრომლა და გამოეყენებინა რელიგიათა საბჭოს გამოცდილება რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემების აღმოსაფხვრელად.

კომისიამ მიიჩნია, რომ რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ არ შეასრულა რეკომენდაცია და არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები რელიგიურ საბჭოსთან თანამშრომლობისათვის.

ევროპული კომისია თავის ანგარიშში სინანულს გამოთქვამს, რომ რელიგიური ტოლერანტობის ხელშეწყობის მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ვერ გამოიყენა სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის გამოცდილება სოფელ მოხეში მიმდინარე დაპირისპირების დროს. გარდა ამისა, კომისიამ უარყოფითად შეაფასა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რელიგიურ თავისუფლებაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვისას სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოვლენილი გულგრილობა, მაშინ როცა, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საჯაროდ გააკრიტიკა შემოთავაზებული ცვლილებები და მიუთითა მათ შეუთავსებლობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

ცნობისთვის, ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ევროპის საბჭოს მიერ დაარსებული დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგი შედგება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრებისაგან, რომლებიც ინიშნებიან მორალური ავტორიტეტისა და რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში გამოცდილების საფუძველზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა