რომან გოცირიძე - შს მინისტრის მიერ წერილის ბანკის აქციონერისა და ერთ-ერთი მმართველისათვის გადაცემა, არის შანტაჟის უპრეცედენტო ფორმა

თუკი დადასტურდა, რომ ე.წ. შუამავალი ბადრი ჯაფარიძეა, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას - შეუძლებელია ბადრი ჯაფარიძე, “თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი მთავარი აქციონერი, კურიერად განვიხილოთ, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

“რა მნიშვნელობა აქვს, მამუკა ხაზარაძე მიუტანს წერილს ბადრი ჯაფარიძეს, თუ ბადრი ჯაფარიძე - მამუკა ხაზარაძეს. პირდაპირ შს მინისტრის მიერ გადაცემა ბანკის აქციონერისა და ერთ-ერთი მმართველისათვის, არის შანტაჟის უპრეცედენტო ფორმა. ახლა კუკუდამალობანას დრო არ არის. რატომ უნდა ელოდოს ექსპერტიზას საზოგადოება? უნდა თქვა ყველაფერი თავისდროულად. წერილის ექსპერტიზამ თუ სხვა რამესაც მოჰფინა ნათელი, მთლად უკეთესი“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ტელეკომპანია ”რუსთავი2“-ის ინფორმაციით, შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი მუქარის წერილი ”თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ამავე ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა.

ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას მეზობელია. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში შედგა, მეორე ვერსიით კი, ბადრი ჯაფარიძეს გახარიამ წერილი ავტოფარეხში გადასცა.

მამუკა ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, ხოლო მისი ასლი პროკურატურას გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა