რამაზ საყვარელიძე - მამუკა ხაზარაძესთან ინტერვიუმ უფრო მძიმე სურათი დაგვიხატა, ვიდრე აქამდე იყო

ხაზარაძესთან ინტერვიუმ უფრო მძიმე სურათი დაგვიხატა და მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა, ვიდრე აქამდე იყო, - ასე ეხმაურება ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „კვირის პალიტრის“ ექსკლუზიურ ინტერვიუს მამუკა ხაზარაძესთან.

მისი თქმით, ხაზარაძეს ჯერ კიდევ ბევრი რამ უთქმელი აქვს, თუმცა მისი აქცენტების თანახმად, პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ხელისუფლებას აქვს ამაზე რეაქცია.

„ეს ინტერვიუ კიდევ უფრო მძიმე სურათს გვიხატავს, ვიდრე ადრე იყო შექმნილი და უფრო სერიოზული რეაქციისკენაა მოწოდება იმ საკითხებზე, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობებს ეხება. როგორც ხაზარაძემ ხაზი გაუსვა, მას მიაჩნია, რომ თუკი ანაკლიის პორტის საკითხი დადგება, უფრო მძიმე ბრძოლას გამართავს. აგრეთვე, არ გამორიცხავს, რომ მასზე ზეწოლა კიდევ უფრო უხეში მეთოდებით განხორციელდეს. აქვს ჯერ კიდევ უთქმელი ბევრი სხვა რამ, იგივე, ივანიშვილთან ურთიერთობაში და ამიტომ, ჯერ ბოლომდე სურათი შექმნილი არ არის. მაგრამ კეთდება ეს აქცენტები, რომ პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ხელისუფლებას აქვს მასზე რეაქცია. ადრე საუბარი იყო მხოლოდ ტრანზაქციაზე, ახლა კი, როგორც ჩანს, ფაქტობრივად ბევრი საკითხია ხაზარაძისთვის რისკის შემცველი. აგრეთვე, ხაზარაძემ ძალიან ხშირად ახსენა ივანიშვილი და ერთ-ერთი სიმძიმე ჩემთვის ესეც იყო - მის ადრინდელ გამოსვლებში ივანიშვილის თემა ასე მკვეთრად არ იყო შემოჭრილი. ივანიშვილზე ხაზგასმა რას გულისხმობს, ჯერჯერობით ბუნდოვანია“, - განუცხადა საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ექსპერტმა კითხვაზე, როგორი მოლოდინი აქვს მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ პროგნოზირება რთულია და თემასთან დაკავშირებით დღეს უფრო მეტი კითხვის ნიშანია გაჩენილი.

„სიმართლე გითხრათ, არც იმის მოლოდინი მქონდა, რომ აქამდე მოვიდოდა საქმე, რადგან ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება თავს არიდებს ანალოგიური მასშტაბის ბიზნესისთვის წყალის შეყენებას, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკის რყევაზე აისახება. არ მეგონა, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა. ამიტომ, ჩემთვის მოვლენები დღემდე გაუგებარია. ამ საქმეში იმდენი კითხვის ნიშანია, რომ ან შეფასება ან პროგნოზი ძალიან ძნელია. ხოლო ინტერვიუს კითხვის ნიშნები კი არ გაუბათილებია, პირიქით, მოუმატა, რადგან ისეთი თემები გაჩნდა, რომლებიც მანამდე არ იყო და ეს ბუნებრივია“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს