ლევან უჯმაჯურიძე FAO-ს სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების კომისიის მე-17 რეგულარულ სესიას დაესწრო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების კომისიის მე-17 რეგულარულ სესიას დაესწრო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ლევან უჯმაჯურიძე, 2017 წლიდან, FAO-ში საქართველოს გენეტიკური რესურსების კოორდინატორია.

სესიაზე ყურადღება სოფლის მეურნეობასა და სასურსათო უსაფრთხოებაში გენეტიკური რესურსების როლს, მათ ხელმისაწვდომობას, სარგებლიანობას და გენეტიკური რესურსების კვლევაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას დაეთმო. ძირითადი აქცენტები ევროპის მეთესლეობის პოლიტიკის მდგომარეობასა და ტენდენციებზე, სურსათისა და სოფლის მეურნეობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების მეორე გლობალური გეგმის განხორციელებაზე გაკეთდა.

საქართველო მცენარეთა გენეტიკური რესურსების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ex-situ კოლექციების შესახებ ინფორმაციას ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კატალოგისთვის (EURISCO) გააგზავნის.

აღსანიშნავია, რომ საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათისა და სოფლის მეურნეობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების მთავრობათაშორისი ტექნიკური სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა. ასევე, აღიდგინა გენეტიკური რესურსების ევროპის კოოპერირებული პროგრამის (ECPGR) წევრობა, რაც საშუალებას მისცემს მიმდინარე წლიდან პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიიღოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა