განათლების სამინისტრო - საქართველოში სპორტში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით ასევე გაზრდილია პარასპორტში ჩართული მოქალაქეების რაოდენობაც. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს.

„ქართული სპორტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ პირთა რაოდენობა 20%-ითაა გაზრდილი. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 171 663 სპორტსმენი, 6 900 მწვრთნელი და 2 739 მსაჯი ფიქსირდება. რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, კაცი სპორტსმენების ხვედრითი წილი 77%-ია, ხოლო ქალი სპორტსმენების - 23%.

სპორტში ჩართულობის ზრდას ხელი შეუწყო ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რაც ძირითადად გამოიხატება სპორტის ბიუჯეტის ზრდაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვასა და ამ სფეროს მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწაში.

აღსანიშნავია პარასპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს პარასპორტის პოპულარიზაციასა და მასში ჩართული პირების რაოდენობის ზრდას. ამჟამინდელი მონაცემებით, პარასპორტსმენთა საერთო რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა და ამჟამად 954-ს შეადგენს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა