გაზეთი LuxemburgerWort-ი „ლოიალ კაპიტალ ჯგუფსა“ და „სისტემას“ შორის დავაზე წერს

გაზეთ LuxemburgerWort-ის ინფორმაციით, ლუქსემბურგის ბანკის („EST WEST UNITED BANK“-ის) წინააღმდეგ, ლუქსემბურგის საგამოძიებო სასამართლოში სისხლის სამართლის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გაზეთის ინფორმაციით, საქმე ეხება ბიზნესმენ რომან ფიფიას კუთვნილი „ლოიალ კაპიტალ ჯგუფის“ (LCG) წინააღმდეგ არაკანონიერ ქმედებებს, მათ შორის საბანკო საიდუმლოების გამჟღავნებას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. გამოძიება მიმდინარეობს, როგორც „EST WEST UNITED BANK“ - ის, ასევე მის ძირითად აქციონერ, რუსული საფონდო საფინანსო „АФК“ კორპორაციის „სისტემის“ (Join Stock Financial Corporation SISTEMA ) და საბანკო გამგეობის რამდენიმე წევრის მიმართ.

ცნობისთვის, დავა „ლოიალ კაპიტალ ჯგუფსა“ და "სისტემას" შორის 2017 წელს დაიწყო. „ლოიალ კაპიტალ ჯგუფი“ და რომან ფიფია რუსული "სისტემას" შვილობილ ბანკს (EST WEST UNITED BANK) 388 მილიონ დოლარს ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სისტემა“ ფიგურირებს „რუსთავის აზოტთან“ დაკავშირებულ საქმეშიც და ეს საკითხი ასევე სასამართლო განხილვის თემაა. უფრო კონკრეტულად, 2016 წლის 1-ელ სექტემბრამდე ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია Loyal Capital Group S.A. იყო „რუსთავის აზოტის“ ქარხნის საბოლოო მესაკუთრე კომპანია, რომელიც ბიზნესმენ რომან ფიფიას ეკუთვნის.

როგორც ცნობილია, „რუსთავის აზოტის“ ქარხანასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, როგორც საქართველოში, ასევე ლუქსემბურგში და დიდი ბრიტანეთში, სადაც დავა BGEO Group- თან გადავიდა საქმის არსებით განხილვაზე. რუსული კომპანია Sistema და ს.ს. „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის BGEO Group წინააღმდეგ დავის საგანია ს.ს. „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით გასხვისებული „რუსთავის აზოტის“ ქარხნის აქტივები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო