ადვოკატმა ყოფილი პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა

ყოფილი პრეზიდენტის, სიძის მინდია გოგოჭურის ადვოკატმა, შოთა მანელიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 10 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

მანელიძის განმარტებით, თუკი სასამართლო საჭიროდ ჩათვლის, ამ თანხის 50 000 ლარამდე გაზრდას, ეს მათთვის მისაღები იქნება. ადვოკატის თქმით, ისინი თანახმა არიან გოგოჭურზე ელექტრონული მონიტორინგიც განხორციელდეს.

მანელიძის განცხადებით, ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე გოგოჭურის დნმ არ ამოსულა. ადვოკატის თქმით, გოგოჭურის მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არ არსებობს.

მინდია გოგოჭურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას ბრალი ასევე წაყენებული აქვს 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

რაც შეეხება გიორგი რაზმაძეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭურს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო დაკავებული.

თამარ გაბუნია - ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კონტროლის ფარგლებში რჩება, თუმცა გარკვეული შერბილებების შემდეგ, რაღაცნაირად მოვდუნდით
ზვიად კირტავა - მთავარია, ყველა მოქალაქემ გააცნობიეროს - თუ სწორად მოექცევა ჯანმრთელობას, სამუშაოს და ბიზნესსაც შეინარჩუნებს, თუ წესებს დაივიწყებს, ყველას და ყველაფერს რისკის ქვეშ დააყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით
"დიჯიტალ ტვ" საიუბილეო აქციას იწყებს
„დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიები გაიხსნა