პროკურორი - იარაღზე მინდია გოგოჭურისა და გიორგი რაზმაძის დნმ არ ამოსულა, თუმცა არის მოწმეთა ჩვენებები

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მასთან ერთად დაკავებული გიორგი რაზმაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, ამოღებულ იარაღზე დაკავებული პირების დნმ არ ამოსულა, თუმცა, საქმეში გოგოჭუტრისა და რაზმაძის წინააღმდეგ მოწმეთა, მათ შორის, პოლიციელთა ჩვენებები არსებობს.

„იარაღის ფრაგმენტებზე გარკვეული დნმ-ის კვალი ამოვიდა, თუმცა, გიორგი რაზმაძის და მინდია გოგოჭურისას არ დაემთხვა. ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ მათ ჩაიდინეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნულზე მოწმეები არიან წარმოდგენილი, ასევე ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთაც გამოვიკვლევთ“, - განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მასთან ერთად დაკავებული გიორგი რაზმაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა. მინდია გოგოჭურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას, გულისხმობს. მას ბრალი ასევე წაყენებული აქვს 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. რაც შეეხება გიორგი რაზმაძეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, გულისხმობს. მინდია გოგოჭურს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო დაკავებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს