გია ვოლსკი -  თუ თეა წულუკიანს რაიმე პრინციპული პოზიცია აქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით,  ეს უცხო არ არის

თუ რაიმე პრინციპული პოზიცია აქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ეს უცხო არ არის , ხშირად ყოფილა და ჩვეულებრივი პოლიტიკური თემაა,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, განსხვავებული პოზიციები „ქართული ოცნების“ გუნდისთვის უცხო არ არის და დამატებით კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც საკითხში გაერკვევა.

„ინფორმაცია არა მაქვს და აქედან გამომდინარე ხვალ ალბათ უფრო ნათელი სურათი იქნება ამასთან დაკავშირებით. ისე, თუ მას რაიმე პრინციპული პოზიცია აქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ეს უცხო არ არის, ხშირად ყოფილა და ჩვეულებრივი პოლიტიკური თემაა.ხვალ საკითხსაც გავარკვევთ რა საკითხზეა საუბარი და პარლამენტშიც არის დაგეგმილი მისი გამოსვლა. მეტი ინფორმაციაა საჭირო , რომ რაღაც კომენტარი გავაკეთო ",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო