კახა კალაძე - უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი,  თუ ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებად

უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ ვის შეარჩევს პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შუალედურ არჩევნებსა და პარტიის შესაძლო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ადასტურებდა თუ არა კახა კალაძე ზუგდიდის მაჟორიტარად ირაკლი ჩიქოვანის, ხოლო მთაწმინდის მაჟორიტარად ლადო კახაძის კანდიდატების განხილვას.

„ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება, თქვენ იცით, რომ არა მხოლოდ ამ ორ ოლქში იქნება არჩევნები, არის სხვა მუნიციპალიტეტები და ოლქები, სადაც ასევე ჩატარდება არჩევნები. შესაბამისად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება შერჩეული და წარდგენილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. პიროვნულად საუბარი გამიჭირდება. რაც შეეხება კითხვას, თუ რა ნიშნით შეირჩევიან კანდიდატები, მთავარია იყვნენ პროფესიონალები, წაადგნენ ქვეყანას და ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობის კეთილგანწყობა ჰქონდეთ“-განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის ამომრჩეველს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, შესაძლოა, ცნობილი ექიმის, ლადო კახაძის კანდიდატურა შესთავაზოს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი რეალური კანდიდატი, ვისაც სახელისუფლო პარტია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წარსადგენად განიხილავს, ლადო კახაძეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ინფორმაციას არ ადასტურებს არც თავად კახაძე და აღნიშნავს, რომ მას არანაირი შეთავაზება არ მიუღია.

ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში მაისში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა