ადვოკატი - სამწუხაროდ, პრობლემა არის მინდია გოგოჭურის გარშემო არსებული მითი

სამწუხაროდ, პრობლემა არის მინდია გოგოჭურის გარშემო არსებული მითი, რაც ემსახურება მავანთა მიერ მისი დემონად წარმოჩენის სურვილს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ადვოკატმა, შოთა მანელიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, გოგოჭურის წინააღმდეგ საქმეში არცერთი მტკიცებულება არსებობს. „დღევანდელ დღეს, სრულ სინქრონში იქნა მოყვანილი ბრალდებისა და სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ დიდი ინტერესი არსებობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. არანაირი სახის მტკიცებულება, თუნდაც არაპირდაპირი, გოგოჭურის მიმართ არ არსებობს. ღრმად მწამს, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება“, - განაცხადა მანელიძემ.

მინდია გოგოჭურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას, გულისხმობს. მას ბრალი ასევე წაყენებული აქვს 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. რაც შეეხება გიორგი რაზმაძეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, გულისხმობს. მინდია გოგოჭურს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა