წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვი გამოკვლევების ჩატარების მიზნით „ჯეოჰოსპიტალის“ მარნეულის კლინიკაშია მოთავსებული

წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვი გამოკვლევების ჩატარების მიზნით, „ჯეოჰოსპიტალის" მარნეულის კლინიკაშია მოთავსებული.

19 წლის წვევამდელი კრწანისის სასწავლო ცენტრში სამხედრო სავალდებულო სამსახურს 5 თვის განმავლობაში გადიოდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მასზე ფულის გამოძალვის მიზნით, რამდენიმე სამხედრომ ფიზიკურად იძალადა, თანხა არ ჰქონდა და საკრდიტო ბარათი წაართვეს.

შემთხვევა 9 მარტს მოხდა. რიგითი გახრამანოვი ოჯახს დღეს დილით დაუკავშირდა და ის სახლში, მარნეულში წამოიყვანეს. ოჯახი, მომხდარზე გამოძიების დაწყებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა