ლევან კობერიძე - მე ველოდები პროკურატურისგან არა პრესკონფერენციებს,  არამედ,  რაც შეიძლება სწრაფ და დროულ პასუხს

ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენი ქმედებები მიმართული იყოს ბიზნესის დასაშინებლად, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ წამყვანის კითხვას, ხელისუფლება ხომ არ ცდილობს მამუკა ხაზარაძის დასჯას ,რათა ამით ბიზნესს აჩვენოს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის არ დააფინანსოს სხვა პოლიტიკური სუბიექტები.

ლევან კობერიძის თქმით, ხელისუფლებას მსგავსი ინტერესი არ ამოძრავებს და პირიქით, დღევანდელი მთავრობის სურვილია, რომ ქვეყანაში იყოს ჯანსაღი ოპოზიცია.

„მე პირიქით ვიტყოდი, რომ ხელისუფლების დიდი სურვილი არის , რომ ჯანსაღი ოპოზიცია არსებობდეს და საღი ოპოზიცია თუ გაჩნდება ქვეყანაში, მე ამაში პირიქით, კარგის მეტს ვერაფერს დავინახავ. მე მგონია, რომ ხელისუფლება, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, ამაზე უნდა ვზრუნავდეთ. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენი ქმედებები იყოს ბიზნესის დასაშინებლად“, - განაცხადა ლევან კობერიძემ

მისივე თქმით, მასაც აქვს კითხვები საქართველოს პროკურატურასთან და ის ელოდება, რომ უწყება კონკრეტულ კითხვაზე გასცემს პასუხს, არის თუ არა დამნაშავე მამუკა ხაზარაძე.

„მე უფრო სხვა კითხვები მაქვს, მე პირველ რიგში მინდა, რომ სხვა სიბრტყიდან დავინახოთ ეს საკითხი. ჩვენ ახლა კითხვა-პასუხის რეჟიმში სატელევიზო თუ საგაზეთო გამოძიებას ვერ ვაწარმოებთ ხომ?! დასმული არის კონკრეტული კითხვა, ეს კითხვა დაისვა დაახლოებით რვა თვის წინ პროკურატურის მხრიდან „თიბისის“ მიმართებაში და ამ თემის აქტუალიზაცია ხდება ნელ-ნელა და პიკს მიაღწია ახლა. აღიძრა საქმე ფულის გათეთრებაზე. სხვა საქმეა ვინ ეთანხმება და ვინ არა, მაგრამ პროკურატურამ ამ მუხლით აღძრა საქმე. ჩვენ ვეცადოთ ინსტიტუციონალისტურად მივუდგეთ საკითხს და გადავდოთ ემოციები. მე კითხვა არ მაქვს მამუკა ხაზარაძესთან, მე კითხვა მაქვს პროკურატურასთან. მე კითხვა მაქვს პროკურატურასთან, რომლისგანაც ველოდები, რომ ის იყოს რეფორმირებული. ფინანსურ დანაშაულებებთან დაკავშირებით კითხვებს ძალიან სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი, ეს არ უნდა გრძელდებოდეს შვიდი და რვა თვე. მე ველოდები პროკურატურისგან არა პრესკონფერენციებს არამედ, რაც შეიძლება სწრაფ და დროულ პასუხს. ეს ადამიანი ან სხვა ადამიანები, თუკი ამ საქმეში გამოიკვეთებიან და თუ დასასჯელები არიან, პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სააშკარაოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ეჭვები და კითხვები,რომელიც ჩნდება, უკვე იძენს საფუძველს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და კითხვა ჩემი გადმოსახედიდან“, -განაცხადა ლევან კობერიძემ.

„პალიტრანიუსის“ გადაცემის „360 გრადუსი“ მთავარი თემაა მამუკა ხაზარაძის ექსკლუზიური ინტერვიუ „კვირის პალიტრასთან“.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია