ლატვიამ რუსეთთან საზღვარზე  93 კილომეტრიან მონაკვეთზე  ეკლიანი მავთულხლართის კედელი აღმართა

ლატვიის ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარზე 93 კილომეტრიან მონაკვეთზე მავთულხლართის ღობის აღმართვა დაასრულა. ამის შესახებ გამოცემა „დელფი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის, ღიად რჩება საკითხი, იქნება თუ არა საჭირო დამატებითი ზღუდის მშენებლობა.

2015 წლის შეთანხმების თანახმად, მთლიანობაში, დაგეგმილია ლატვია-რუსეთის საზღვრის 282,6 კილომეტრის გამაგრება და მოდერნიზება. პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია 2.7 მეტრის სიმაღლის ეკლიანი მავთულხლართის ღობის აღმართვა.

მშენებლობის საერთო ხარჯი 21 მილიონ ევროს შეადგენს. საზღვარზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაკეთებული ანალიზის მიხედვით, ასეთი ღობის არსებობამ დარღვევათა რაოდენობა შეამცირა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს