ზაზა ვაშაყმაძემ  ქვემო ქართლში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი  აბაი ფაშაევი წარადგინა

რუსთავის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ქვემო ქართლში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი, აბაი ფაშაევი წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციას ქვემო ქართლის გუბერნატორი - შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის ეპარქიის მღვდელმთავარი - მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, კათოლიკური ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიებისა და სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა სააგენტოსთვის ახალი გამოწვევაა და თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. კერძოდ რეგიონული ოფისი იქნება რელიგიური ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან უკეთესი კოორდინაციისა და ჩართულობის საშუალება. რაც, საბოლოო ჯამში, გაცილებით ეფექტურსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის სააგენტოს საქმიანობას რეგიონში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობა სამ რეგიონში - აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახათეში იმუშავებს. პირველი წარმომადგენლობა რუსთავში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა