ჟვანიას ქუჩაზე კლდის ნაწილის ჩამონგრევამ ბუნებრივი აირის მილი და კორპუსის ეზო დააზიანა

ჟვანიას 12 ნომერში კლდის ნაწილის ჩამონგრევამ ბუნებრივი აირის მილი და კორპუსის ეზო დააზიანა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე მეტრში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია.

ჟვანიას 12 ნომერში კლდის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, რამაც გაზის გაჟონვა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც კორპუსის მობინადრეეები ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავენ, შემთხვევა დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა, კლდის ჩამონგრეულმა ნაწილმა დაფარა კორპუსის ეზოს ტერიტორია, დაახლოებით 40 კვ.მ. ადგილობრივების თქმით, კლდის ნაწილის ჩამონგრევა რამდენიმე მეტრში მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მშენებლობა ორჯერ იყო შეჩერებული, რადგან მშენებლობის დროს ქანებმა დაიწყო მოძრაობა. რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანიას მუშაობის გაგრძელების ნებართვა მისცა. მოსახლეობა მომხდარზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა